ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში

Image

სამთავრობო ცვლილებებისა და სამინისტროების ოპტიმიზაციის შესახებ უკვე ოფიცილაური დეტალები ცნობილია. საგანგებო ბრიოფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრმა გამართა.

 

 

როგორც გიორგი კვირიკაშვილის პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. უწყებას ფინანსთა ახლანდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. ის ასევე ინარჩუნებს პირველი ვიცე პრემიერის პოსტს.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. მას ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის.

ცვლილებების თანახმად, შს სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმა ხდება. რეორგანიზაციის შედეგად კი, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც ყოფილი შს მინისტრი უხელმძღვანელებს.

 

პრემიერმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ქუმსიშვილის შემცვლელად „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძის კანდიდატურა დაასახელა.

 

ცვლილებების მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი. მინისტრის პოსტს კი, მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია.

 

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის კომპონენტთან ერთიანდება. კვირიკაშვილის თქმით, მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე.

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პოტს სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი ლევან დავითაშვილი დაიკავებს.

ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება. უწყებას ვიცე პრემიერი მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.

როგორც დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ კუთხით გატარდა არა ერთი რეფორმა და გამომდინარე იქედან, რომ საგარეო დაზვერვა ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია, გადაწყდა უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება.

ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, უახლოეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება და განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

პრემიერმა პარლამენტს რეფორმების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რათა პროცესი წლის ბოლომდე დასრულდეს.

,,რუსთავი2"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !