
ბაქოში გუშინ აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ მუხთარლის ადვოკატების შუამდგომლობა – საპატიმრო ღონისძიების შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა.
"სასამართლო ეყრდნობა პროკურატურის არგუმენტებს, რომ თითქოს აფგან მუხთარლიმ შინაპატიმრობის დროს შესაძლოა, გამოძიების მსვლელობაზე გავლენა იქონიოს. მაგრამ როგორ შეძლებს ამას, გამოძიება ვერ ასაბუთებს“, – განმარტავს მუხთარლის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი.