"დედა, შემომხედე... ვერ ლაპარაკობს, მეც ფეხები მეკეცება..." - 112-ში შესული ერთი ზარის ისტორია

Image

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ტატო კუჭავა "ფეისბუქში" 112-შის მიერ გადარჩენილ ადამიანებზე წერს: "ამბავი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ", - ასე დაასათაურა მან სტატუსი.

 

112-ში 11 წლის გოგონა რეკავს.

 

-1-1-2 გისმენთ, 1-1-2 გისმენთ...

 

- სასწრაფოს გამოძახება მინდა, -10-12 წლის გოგონამ აღელვებული ხმით უპასუხა ოპერატორს.

 

- რომელი ქალაქიდან გვიკავშირდებით?
(ხმა აღარ ისმის)

 

- მისამართი მითხარით, რომელი ქალაქიდან რეკავთ?

 

- თბილისიდან... - ისევ გამოვიდა კონტაქტზე გოგონა.

 

-რა გქვია?

 

- ნინო...

 

- ნინო, ზუსტი მისამართი უნდა მითხრა, დროულად რომ აღმოგიჩინოთ დახმარება...

 

- დედა, შემომხედე!.. - გოგონა ტიროდა. პერიოდულად აღარ უსმენდა ოპერატორს. დაბნეულობას ემატებოდა ცუდი სმენადობა.

 

ოპერატორმა შეძლო მისამართის გაგება, მაგრამ შესაძლებელი იყო, გოგონას ის არასწორად ეთქვა, ნერვიულობის გამო, ამიტომაც, ოპერატორი მისამართის სასწრაფოდ დაზუსტებამდე დეტალების გარკვევას შეეცადა:

 

- ნინო, დამეხმარე, რომ დაგეხმარო... გთხოვ დამშვიდდი და მითხარი, რა ხდება? სასწრაფო გამოსულია და მალე მოვა. დედა ცუდადაა?

 

- დედიკო, ბებო და ბიძაშვილი. ვეღარ ლაპარაკობენ, არ ვიცი რა ჭირთ... - ისმის პატარა ბავშვის ტირილიც...

 

- უგონოდ არიან?

 

- არა, გონზე არიან მაგრამ ვეღარ ლაპარაკობენ... არ ვიცი რა დაემართათ... -ოპერატორი მაშინვე მიხვდა, რომ შესაძლოა, ბუნებრივი აირის გაჟონვასთან ჰქონოდა საქმე და გოგონასთვის რჩევების მიცემაზე გადავიდა:

 

- ნინო, ხომ არ იცი გაზის მილს სად აქვს ჩამკეტი?

 

- კი, ვიცი...

 

- გადაკეტე სასწრაფოდ და ყველა ფანჯარა გამოაღე, ტელეფონი არ გამითიშო...

 

- ეხლავე... - ნინო ტიროდა, თუმცა ძალიან კარგად ასრულებდა ოპერატორის მითითებებს.

 

- შენ როგორ გრძნობ თავს?

 

- მეც ცუდად ვარ, ფეხები მეკეცება...

 

- ტელეფონი არ გამითიშო, სადარბაზოში გადი და შეეცადე მეზობელი დამალაპარაკო... შემოსასვლელი კარი ღია დატოვე და მერე ფანჯარასთან დადექი და ღრმად ისუნთქე სუფთა ჰაერი... - ოპერატორი ცდილობდა, მისამართი დაეზუსტებინა.
საბედნიეროდ, მეზობელი სახლში აღმოჩნდა და ოპერატორმა შესძლო მისამართის დაზუსტება.

 

- გთხოვთ, ყურადღებით იყოთ ტელეფონთან, სასწრაფოს ბრიგადა დაგიკავშირდებათ, გზაშია, 5-7 წუთში ადგილზე იქნება, - უთხრა ოპერატორმა მეზობელს.

 

- აუცილებლად, - უპასუხა მეზობელმა.

 

რამდენიმე წუთში სასწრაფოსთან ერთად ადგილზე მივიდა გადაუდებელი დახმარების ბრიგადები/ეკიპაჟი. ოთხივე მოქალაქეს ადგილზე გაეწია შესაბამისი დახმარება და დღეს ნინო ძალიან კარგად გრძნობს თავს - დედიკოსთან, ბებიასთან და 7 წლის ბიძაშვილთან ერთად.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !