ვისურვებდი, საქართველოს პრეზიდენტიც ისეთი იყოს ქვეყნისთვის, როგორიც პუტინია რუსეთისთვის-ბურჯანაძე

Image

საქართველოს ისეთი პრეზიდენტი სჭირდება, როგორც ვლადიმერ პუტინია- ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ გერმანული ტელეკომპანია "Deutsche Welle"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

 

პარტია "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერს შეკითხვები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, არჩევნებზე და მიხეილ სააკაშვილის პერიოდის მმართველობაზე ჟურნალისტმა ჟანა ნემცოვამ დაუსვა.

 

ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ მიხეილ სააკაშვილი იმპულსურ ადამიანად, ვლადიმერ პუტინი კი სერიოზულ ლიდერად მოიხსენია.

მან ახსენა ბიძინა ივანიშვილიც და განაცხადა, რომ ძალაუფლება მის ხელშია, ამიტომ ქვეყანაში დემოკრატია დღესაც არ არის.

 

„ეჭვი არ მეპარება, რომ ვლადიმერ პუტინი არჩევნებში გაიმარჯვებს, რადგან მას ხალხი ნამდვილად უჭერს მხარს. რა არჩევნებიც უნდა გაიმართოს, დარწმუნებული ვარ მხარს დაუჭერენ. ეს რუსი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთისთვის კარგი იქნება, თუ პუტინი არჩევნებს მოიგებს, რადგან ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის, ფეხზე დააყენა. შეხედეთ, როგორი იყო რუსეთი 10-15 წლის წინ და როგორია დღეს.

 

გულახდილად გეტყვით, ვისურვებდი, რომ საქართველოს პრეზიდენტიც ისეთი იყოს ქვეყნისთვის, როგორიც პუტინია რუსეთისთვის. ქართველ ხალხს სჭირდება ეფექტური პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას ნორმალურად გაუძღვება და დაიცავს მის ინტერესებს. არ ვამბობ, რომ პუტინი იდეალური ადამიანია ან იდეალური პრეზიდენტი. ასეთები არ არსებობენ. ვამბობ იმას, რომ გვჭირდება ეფექტური პრეზიდენტი,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

წყარო:რუსთავი2

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !