დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ყველა მოქალაქეს, რომელიც აღდგომის დღესასწაულს სახლიდან ხვდება, რეკომენდაციის გათვალისწინებისთვის მადლობას უხდის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ყველა ტაძართან პოლიციაა მობილიზებული.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ნატო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას განაგრძობს.
სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტანიობისთვის ემზადებიან
სუპერმარკეტ “სმარტის” ცნობით, რუსთაველის ფილიალის დაცვის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიმდინარე წლის 17 აპრილს, ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის მახლობლად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის განახლებას მკაცრად გმობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის მანძილზე 888 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობამ 15 484 შეადგინა.
ჩვენ გვესმის ეკლესიის და ეკლესიას ესმის ჩვენი, რომ ამ განსაცდელს ერთად უნდა ვებრძოლოთ ლოცვით და ქმედებით. - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე წინასააღდგომო მილოცვაში აცხადებს.
„ერთიანი რუსეთის“ წევრი ივან ჟუკოვი კორონავირუსით დაიღუპა. ინფორმაციას „ლენტა.რუ“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსი უცაბედად გარდაიცვალა.