"საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით იუსტიციის სახლში უმრავლესობისა და უმცირესობის კონსულტაციები უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. უმრავლესობის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დეპუტატებ

Image

პრემიერ-მინისტრმა და კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა
ივანიშვილმა შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
დღეს ოფიციალურად წარადგინა.
ნაძალადევის რაიონში კოალიციის სახელით კენჭს იყრის თამარ კორძაია, ბაღდათში -
პაატა კიკნაველიძე, ხოლო სამტრედიაში - გიორგი კახიანი.
როგორც ივანიშვილმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, სამივე მათგანი
საპარლამენტო არჩევნებზე აღნიშნულ ოლქებში გამარჯვებულების ღირსეული
შემცვლელები არიან.
"თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატი გახლავთ თამარ კორძაია – აქვს
არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება,
კვალიფიციური და სამართლიანი ადამიანის რეპუტაცია, რაც მეტად მნიშვნელოვანია
პარლამენტისთვის. თამარი არის ისეთივე პრინციპული და სამართლიანი, როგორც ამ
ოლქში გამარჯვებული თეა წულუკიანი. ასე რომ, ღირსეული ცვლა მოვუძებნეთ მას.
ბაღდათში კენჭს იყრის პაატა კიკნაველიძე – მას წარჩინებით აქვს დამთავრებული
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, აქვს დიდი
გამოცდილება როგორც ადვოკატს. ბაღდათელია და იქაური პრობლემები კარგად
იცის. მინდა ვთქვა, რომ ბაღდათელებსაც ღირსეული შემცვლელი მოვუძებნეთ
არჩილ კბილაშვილის შემდეგ. ვფიქრობ, ბატონი პაატაც საიმედო წევრი იქნება ჩვენი
გუნდის. რაც შეეხება სამტრედიის ოლქს, ჩვენი კანდიდატი იქნება გიორგი კახიანი
– ისიც იურისტია და იურისტებზე არ ვჩერდებდით შემთხვევიით. უსაფაშვილი
ძალიან განიცდის, რომ პარლამენტში სჭირდება კვალიფიციური კადრები. კახიანი
გახლავთ თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, აქვს უზენაეს და საკონსტიტუციო
სასამართლოში მუშაობის გამოცდილება. ბოლო წლებში ეწევა სამეცნიერო
საქმიანობას, იქამდე კი იყო სპორტსმენი – რაგბისტი. მოკლედ, სამტრედიელებსაც
მაგრად გაუმართლათ, მაგარი ფეხბურთელი რაგბისტით ჩავანაცვლეთ", - აღნიშნა
ივანიშვილმა.
"ჩვენ გავაკეთეთ უფრო სწორი და დახვეწილი არჩევანი, ვინაიდან ისინი
პროფესიონალი იურისტები არიან", - განმარტა ივანიშვილმა.
შუალედური არჩვენები 27 აპრილს გაიმართება.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !