
"ბატონო გიორგი, გილოცავთ დღევანდელ დღეს", - ასე მიმართა "შალვა რამიშვილის შოუს" ერთ-ერთმა წამყვანმა მარგო ლუჩკომ 26 მაისს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. მას სახელები აერია, რადგან რამდენიმე წუთის წინ 26 მაისი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიულოცა.
"გმადლობთ, მე გიორგი არ ვარ, ირაკლი ვარ", - შეუსწორა პრემიერმინისტრმა ჟურნალისტს.