ზურა გურული თენგიზ ცერცვაძეს: ბატონო თენგიზ, თქვენს ადგილას მე შემრცხვებოდა

Image

აშშ-ში მოღვაწე ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პლაქველინზე დაწერა და მის განცხადებას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა, სოციალურ ქსელში ქართველ ექიმებს მიმართავს: 

ერთი თხოვნა მაქვს ჩემს ფეისბუქ-მეგობრებთან და არამეგობრებთანაც, უბრალოდ პატიოსან კოლეგებთან და პატიოსან ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მკურნალობენ უმსუბუქეს, ასიმპტომატურ პაციენტებს პლაქვენილით თბილისში. ძალიან გთხოვთ, დამიდასტურეთ სახელებით, რომ ეს ხდება. დამიდასტურეთ იმისათვის, რომ უბრალოდ დაიცვათ ადამიანი ცილისწამებისაგან, დაუმსახურებელი შეურაცხყოფისაგან.

ამ ხნის განმავლობაში არაერთი თქვენთაგანის წერილი მივიღე, სადაც თქვენი თხოვნით ის პრობლემები გავაჟღერე საჯაროდ, რომელთა თქმასაც ხმამაღლა ვერ ბედავთ, მაგრამ საოცრად გაშფოთებთ და გაშინებთ. ვერ ბედავთ იმიტომ, რომ დასაბუთებულად გეშინიათ შურისძიების, სამსახურის დაკარგვის. ერთადერთი მიზანი, რომლისთვისაც მე სტატუსი დავწერე, იყო ის, რომ პაციენტები დამეცვა ტოქსიკური პრეპარატის შესაძლო მავნე გავლენისაგან, რომელმაც იშვიათ შემთხვევაში გამოუსწორებელი, შეუქცევადი გართულება შეიძლება გამოიწვიოს. დავწერე იმიტომ, რომ რამდენიმე უაღრესად საგანგაშო წერილი მივიღე კარანტინში მყოფი ახალგაზრდა პაციენტების შესახებ, რომლებსაც ამ მეთოდით მკურნალობენ. არც გამკვირვებია, რადგან ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა, ასევე ახალგაზრდა პაციენტმა, რომლის დაავადებაც ასევე უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, საჯაროდ, ინტერვიუში განაცხადა რომ პლაქვენილს იღებდა სამკურნალოდ. იმედია, გაბედავთ  გაბედავთ არა ჩემთვის, არამედ საკუთარი ღირსების დასაცავად.
თუ არა, ამასაც გავიგებ რაც შეეხება ბატონ თენგიზ ცერცვაძის უსუსურ პასკვილს. ბატონო თენგიზ, თქვენს ადგილას მე შემრცხვებოდა და თუ რატომ, ეს ჩემზე უკეთ იცით” , – წერს ზურაბ გურული.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !