აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 38 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 79 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, წელს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, წიგნის ჩუქების დღე განსხვავებულად აღინიშნება. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს.
სანზონა, მუხრანისა და ტიბაანის ქუჩების კუთხეში გამავალი მაგისტრალური გაზსადენი ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაზიანდა.
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ახალგორში უკვე მესამე დღეა ძლიერი ხანძარია. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.
სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშრებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, იგი მზადაა ჩაერთოს აშშ-ის, ევროპული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებებში და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 95 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 402-მდე გაიზარდა.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობენ. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გუნდთან ერთად, მუშაობს სპეციალურ კვლევაზე, რომ უახლოეს პერიოდში გამოიყოს ის დარგები და წარმოებები, რომლებიც პერსპექტიულია იმპორტის ჩანაცვლების თვალსაზრისით და საჭიროებენ მხარდაჭერასა და განვითარებას. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.
მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით, ანუ 22 აპრილამდე, ოთხშაბათამდე და შესაბამისად, ხვალ მოქალაქეებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა ნებადართული არ არის.