ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული აჰმად რეზა არზიანი აცხადებს, რომ 16 წლის მარიამ კოჩილაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ირანის მოქალაქე ორი წელია, თურქეთში ცხოვრობს და ირანში არ ჩასულა.
ამასთან, აჰმედ რეზა არზიანმა განაცხადა, რომ ირანის მხარე აქტიურად თანამშრომლობს ქართულთან:
"ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ქართულ მხარეს გამოძიებაში. უკვე მივაწოდეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და პოლიციის უფროსის მოადგილეს. საზღვრებზე გაძლიერებულია კონტროლი. იმედი მაქვს, საქმეს მალე მოეფინება ნათელი და მოხდარი არ აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე", - განაცხადა ირანის საპატიო კონსულმა "აჭარის ტელევიზიით" გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 წლის მარიამ კოჩილაძის მკვლელობაში მკვლელობაში ეჭვმიტანილია 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინტანი.