,,წიკლაურის ცემა არის გამოგონილი, ტყუილი, მორიგი ავანტიურა. ჯერ შეიწირეს საცოდავი თათუხაშვილი და ახლა დაიწყეს საკუთარი თავის ცემა-ტყეპა,“ - განაცხადა გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში ლალი მოროშკინამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ვაშაძის თქმით, IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს დავით ნარმანიას საზოგადოების 50 პროცენტზე ნაკლები უჭერს მხარს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ვაშაძემ განაცხადა, ამ ფაქტის გამო ხელისუფლება აგონიაშია.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად გამოკითხულთა 94% ყველაზე სანდო ინსტიტუციად ეკლესიას მიიჩნევს.
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოში რუსეთის აგრესია გრძელდება.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. ხატიაშვილი წერს, რომ მისი პირადი მიმოწერითა და სატელეფონო საუბრებით პროკურატურა დაინტერესებულია და მისი ტელეფონი ისმინება. ხატიაშვილი მოუწოდებს ექსპრემიერს და პრემიერს, რომ ძველი ხელისუფლება დაღუპა პროკურატურამ და ახალი მმარტველებიც იმავე ბედს გაიზიარებენ.
შალვა თათუხაშვილის ოჯახის წევრები და თანასოფლელები მთავარ პროკურატურასთან შეიკრიბნენ. შეკრებილებმა უნდობლობა გამოუცხადეს გამოძიებას, დამნაშავეების დასჯა და საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა მოითხოვეს.
IRI-ს კვლევებში სატელევიზიო რეიტინგებზეცაა საუბარი. გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ენდობა, ყველაზე ყურებადი საინფორმაციო პროგრამა კი „კურიერია“.
IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერის პოსტის დატოვებას და სამოქალაქო სექტორში გადასვლას გამოკითხულთა 19% სრულად, 17% კი ნაწილობრივ უჭერს მხარს.
IRI-ს კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 61 პროცენტი თვლის, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს მაპი უნდა მიანიჭოს.
IRI-ს კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობისთვის მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის მერი თბილისელი იყოს.