
ეკა ხერხეულიძე "ნაციონალური მოძრაობის" მორიგი წევრია, რომელიც პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.
ის პროკურატურაში 5 აპრილს, 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
მისი თქმით, მისთვის არ განუმარტავთ დაკითხვის თემა, ერთადერთი რაც უთხრეს, გამომძიებელის სახელი, გიორგი მახარაშვილი იყო.
ხერხეულიძემ თქვა, რომ დაკითხვის თემა მრავალი შეიძლება იყოს, თუმცა კონკრეტულად რის საფუძველზე დაიბარეს წარმოდგენა არ აქვს.
"ტაბულას" მიხედვით