-
2014-04-05 00:32
"თქვენ ალბათ, გახსოვთ "კმარა", რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო შექმნილი და რომელსაც პირდაპირ სამოქმედო გეგმაში ეწერა, რომ მათი წევრი, რომელიმე ცნობილი სახე, თავისივე ოჯახის წევრს უნდა ეცემა, ამიტომ თავდასხმაზე ვერდიქტს ნუ გამოვიტანთ",
ამის შესახებ "მწვანეების" ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ "რეაქციაში" განაცხადა. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ფიქრობს ის დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმაზე, გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ამ საქმეზე ვერდიქტის გამოტანა და მომხდარისთვის თავდასხმის მინიჭება არ უნდა იჩქარონ:
"ამ თავდასხმაზე ათას რაღაცას ჰყვებიან, რომ ვითომ რვა კაცი იყო, ვერ მოერია და თითქოს გამოიყენეს ელექტროშოკები და რა ვიცი, კიდევ რას... ეს ელექტროშოკები მაინც არ ეთქვათ, კაცო...", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.