-
2014-04-05 00:23
ვალერი გელაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში მასზე თავდასხმის გახმაურებული საქმე გაიხსნება და ბრალს ერეკლე კოდუას, შესაძლოა, ვანო მერაბიშვილსაც, წაუყენებენ.
ამის შესახებ ვალერი გელაშვილმა "რეაქციაში" განაცხადა. მისი თქმით, მასზე თავდასხმა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მოხდა, ხოლო დავალების შესრულებას უშუალოდ ერეკლე კოდუა აკონტროლებდა:
"დიახ, რამდენიმე დღეში გაიხსნება ეს საქმე და ბრალს წაუყენებენ ერეკლე კოდუას, რომელიც ელიავას ბაზრობასთან, მანქანაში იჯდა და აკონტროლებდა სიტუაციას. ეს მე მითხრეს და ვიცოდი სპეცოპერაციიდან დაახლოებით თვენახევარში.
შესაძლოა, ამ საქმეზე ბრალი ვანო მერაბიშვილსაც დაუმძიმდეს", - აცხადებს ვალერი გელაშვილი, ხოლო როცა გადაცემის წამყვანმა პარალელი გაავლო მასზე თავდასხმასა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმას შორის, ვალერი გელაშვილმა განაცხადა, რომ მასზე თავდახმა ცემა კი არა, "ფიზიკური განადგურება" იყო.