პროკურორის მოადგილემ გაამხილა, რომ თათუხაშვილის პრივატული საუბრების შინაარსი იცის

Image

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ „რეაქციაში“ გამოსვლის დროს, იმის დასამტკიცებლად, რომ გარდაცვალებამდე შალვა თათუხაშვილი სახლში იმყოფებოდა, მისი მობილურიდან დეტალურ ამონაწერთან ერთად, მისი პრივატული საუბრების შინაარსიც გაამჟღავნა.

 

შესაბამისად, მთავარი პროკურორის მოადგილის გამოსვლიდან ირკვევა, რომ შალვა თათუხაშვილის მობილური ტელეფონი ისმინებოდა მაშინაც კი, როცა ის შინ იმყოფებოდა, ვინაიდან ცნობილია, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიის მიერ გაცემული დეტალური ამონაწერიდან ჩანს არა საუბრის შინაარსი, არამედ ზარის დრო და ის, თუ რომელი ტერიტორიაზე მდებარე ანძაზე ფიქსირდება მობილური ტელეფონის სიგნალი. ამასთან, გადაცემის მსვლელობის დროს მთავარი პროკურორის მოადგილეს არ განუცხადებია, რომ სასამართლოსგან მიღებული ჰქონდათ ნებართვა შალვა თათუხაშვილის სატელეფონო საუბრების მოსმენაზე.

 

„ექსპერტის დასკვნაში არის ერთი დეტალი, რომელზეც ყურადღებას გავამახვილებ: ეს არის დაზიანებების ხანდაზმულობა. მოგეხსენებათ, შესაძლებელია, ექსპერტმა დაადგინოს ის, თუ როდინდელია დაზიანება.

 

დადგინდა, რომ დაზიანებები მიღებულია მაშინ, როცა თათუხაშვილი სახლში იმყოფებოდა, რაც დასტურდება მისი მობილური ტელეფონის ნომრის დეტალური ამონაწერით, როცა მან ერთ შემთხვევაში დაურეკა გამომძიებელს და უთხრა, რომ სახლში იმყოფებოდა, მეორეჯერ კი ასევე დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, მაგრამ ეს შეხვედრა ვერ შედგა, რადგან თათუხაშვილს ინტოქსიკაცია ჰქონდა მიღებული. ეს ზარები თელეთის ანძაზე დაფიქსირდა“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !