
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ოთარ ფარცხალაძის დემონიზაცია და ეს მოახერხა კიდეც.
„რეაქციაში“ გამოსვლის დროს ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამას უნდა შეეგუოს:
„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შეეგუოს, რომ საქართველოს ჰყავს მთავარი პროკურორი და ის არის გიორგი ბადაშვილი. რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, რომლის სახელის დემონიზაცია მათ დაიწყეს და, პრაქტიკულად, მოახერხეს კიდეც, მან განცხადება დაწერა 2013 წლის დეკემბერში და დაკავებული თანამდებობა დატოვა“, - განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ.