გიგა ბოკერიას დაკითხვასთან დაკავშირებით ამერიკელმა კონგრესმენმა განცხადება გააკეთა

Image

აშშ-ის კონგრესის წევრმა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის თავმჯდომარემ მაიკლ ტერნერმა უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

 

ტერნერის განცხადება "ტაბულამ" გამოაქვეყნა:

გამოცემის ინფორმაციით, ტერნერმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა შეეჩერებინათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სამართლებრივი დევნა:

"მე ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებების კრიმინალიზების მცდელობებით. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წარმომადგენლის, გიგა ბოკერიას, დაბარება პროკურატურაში თან სდევდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაკითხვის მცდელობას.

 

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკითხვაზე დაბარებების ტენდენცია ბადებს ეჭვებს საქართველოს ხელისუფლების მიერ სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით და ეჭვქვეშ აყენებს მის მისწრაფებას იყოს დამოუკიდებელი და გახსნილი დემოკრატიული სახელმწიფო.

 

იმისათვის, რომ სახელმწიფო შედგეს წარმატებულ დემოკრატიად, აუცილებელია სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის არსებობა, რომელიც დაკავებულია დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთით, სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური დევნისა და ზეწოლისათვის გამოყენების გარეშე.

 

საქართველოს მთავრობამ ყურადღება უნდა მიმართოს ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების, კანონის უზენაესობისა და ქართველი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ. ეს არის მთავარი ფაქტორები საქართველოს პროგრესისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის, მათ შორის მაპის მიღებისათვის.

 

მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას ყურადღება მიაქციოს მომავალ განვითარებას და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სამართლებრივი დევნა - განაცხადა კონგრესმენმა.

 

"ტაბულა"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !