პროკურატურა: საქმეს, რომელზეც გიგა ბოკერია იკითხება, გრიფი "საიდუმლო" აქვს მინიჭებული

სისხლის სამართლის საქმე, რაზეც დღეს გიგა ბოკერია მოწმის სტატუსით დაიკითხება გრიფით "საიდუმლო" აქვს მინიჭებული და უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება.

>>>

ადვოკატები მჟავანაძე და გაგნიძე თეა თუთბერიძეს პროკურატურაში უჩივიან

თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო იმის თაობაზე, რომ ნიკოლოზ მჟავანაძე და გრიგოლ გაგნიძე ზაზა ხატიაშვილისთვის მიჩენილი კუდ–ის აგენტები იყვნენ, ბრალდების ადრესატები პროკურატურაში საჩივრის შეტანით პასუხობენ.

>>>

დაკითხვაზე გიგა ბოკერია დაიბარეს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია დაიბარეს. უწყებაში მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის ნომერია მითითებული და აღნიშნულია, რომ ბოკერია უწყებაში მოწმის სახითაა დაბარებული.

>>>

მოჯაჰედებმა ჩეჩნეთის სოფელ იანდისთან 4 მილიციელი მოკლეს და ათამდე დაჭრეს (ვიდეო)

"კავკაზცენტრ.ქომ" ავრცელებს ინფორმაციას და ვიდეომასალას, რომლის მიხედვითაც ჩეჩნეთის სოფელ იანდისთან ახლოს, სადაც მანამდეც არაერთი შეტაკება მომხდარა, მოჯაჰედებმა სამხედრო კოლონა ააფეთქეს.

>>>

გურამ ოდიშარია: "პოლიტიკურმა "საქმის გარჩევებმა" გადაღალა ჩვენი საზოგადოება"

საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია მისდამი დაქვემდებარებულ უწყებაში არსებულ ვითარებაზე "ფეისბუქში" ვრცელ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ისეთმა ადამიანებმა დაიწყეს მისი სახელის დისკრედიტაცია, რომლებსაც ენდობოდა და მხარში ედგა. 

>>>

რუსეთში ტერაქტების მზადების ბრალდებით ФСБ-მ 25 უკრაინელი დააკავა

რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტების მზადების ბრალდებით ФСБ-მ 25 უკრაინელი დააკავა, მათ შორის რადიკალური ორგანიზაციის "მემარჯვენე სექტორის" აქტივისტები - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იტყობინება.

>>>

დამზადებულია საქართველოში - "დიდგორი" (ვიდეო)

ქართული სამხედრო წარმოება: ქართული ჯავშანმანქანა "დიდგორი".

>>>

საპატრიარქო მედიას მოუწოდებს უშუალოდ რელიგიაზე მომუშავე ჟურნალისტები გამოყოს

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ფორუმი - "მედია და რელიგია" გაიმართა.

>>>

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი: „რატომ ეძახით ჰაკიმ ფაშას? იმ კაცს სახელი და გვარი აქვს“

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე მიანიშნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაუსახელებლადაც იცის, ვის გულისხმობენ უმცირესობის დეპუტატები, როცა ჰაკიმ ფაშას ახსენებენ:

>>>

რუსი ელჩების სკანდალური საუბარი და მზადება ერითრეისგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის

ერითრეიში რუსეთის ელჩის იგორ ჩუბაროვისა და ზიმბაბვესა და მალავიში რუსეთის ელჩის სერგეი ბახარევის სატელეფონო საუბარი ინტერნეტში გავრცელდა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?