ე.წ. „ცოცხების ვიდეოს“ სკანდალის მთავარი მოქმედი პირი ვლადიმირ ბედუკაძე თბილისში, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის მონაწილეებმა არ მიიღეს და მოსთხოვეს, სხვაგან დამდგარიყო.
რეჟისორი რობერტ სტურუა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით წერს და ამბობს, რომ „კუდაბზიკა ქართველების“ სენია, მოდას პირველები აჰყვნენ. რეჟისორის თქმით, თუ ვინმეს ერთსქესიანთა ქორწინება უნდა, ამის გაკეთებას არავინ უშლის, მაგრამ საქმეში ეკლესია არ უნდა ჩარიონ.
მღვდელმონაზონი მამა ილია ვაშაკიძე ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვასთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ ერთსქესიანთა ქორწინება და საერთოდ ერთსქესიანთა სქესობრივი კავშირები სოდომური ცოდვაა, თუმცა, აღნიშნავს, რომ „პედარასტებისა და პედოფილების გამოვლენა“ საპატრიარქოს კედლებიდან უნდა დაიწყოს.
„აფხაზეთის ხმამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, როგორ ახდენს ზეწოლას „ქართული ოცნების“ მარტვილის შტაბის უფროსის მოადგილე საოლქო საარჩევნო კომისიის უპარტიო წევრზე.
დეკანოზი დავით ისაკაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, წმინდა სინოდმა იმ პირთა ანათემაზე გადაცემის საკითხი განიხილოს, ვინც ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს დაუჭერს.
ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი სასულიერო პირები თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეკრებილებს მობილურით უკავშირდებიან და ქუთაისში არყოფნის გამო პრეტენზიას უცხადებენ.
საკითხი დგას შემდეგნაირად, მივდივართ ევროპისკენ თუ ვრჩებით რუსეთში, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით.
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი თეთრი სახლის ადმინისტრაციას მოუწოდებს მიაწოდონ უკრაინას თავდაცვითი იარაღი და აცხადებს, რომ 2008 წელს აშშ-ს შეეძლო, საქართველოსთვის მეტი გაეკეთებინა.
ფონდი ,,ქართუ" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებასი ნათქვამია, რომ ფონდის საქველმოქმედო ღონისძიებებს მედიასაშუალებების ნაწილი უარყოფით კონტექსტში ავრცელებს. განცხადებას ,,აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ.
სასულიერო პირები, რომელებსაც არანაირი საერთო არ აქვთ სულიერებასთან, პირდაპირ ემუქრებოდნენ პოლიტიკოსებს, რომ ისინი არჩევნებზე ვერ გაიმარჯვებდნენ ,– განცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ გადაცემა "არჩევანში" საუბრისას.