კლინიკაში მოთავსებული დავით კოდუას მდგომარეობა დამძიმდა

Image

ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მოთავსებული, 3 მაისს სასტიკად ნაცემი დავით კოდუას მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ უფრო გართულდა.

 

ოპერაცია კოდუას გუშინვე ჩაუტარდა, რის სემდეგაც ის გადაიყვანეს ოპერაციისშემდგომი რეანიმაციის განყოფილებაში. პაციენტი ამ დრომდე მართვად სუნთქვაზე იმყოფება.

 

დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაწერა:

 

"დათოს მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ აპარატიდან გამორთვაზე საუბარი ზედმეტია! უკვე სხვა უფრო მნიშვნელოვანზე დავიწყეთ ნერვიულობა!", - წერს ის.

 

შეგახსენებთ, რომ დავით კოდუა 3 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, აბაშიძის 52-ში მდებარე სილამაზის სალონთან სასტიკად სცემეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდამსხმელები ოთხნი იყვნენ და ნიღბები ეკეთათ, მათ კოდუა ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. მოგვიანებით პოლიციას ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე ჩაბარდა, რომელმაც განაცხადა, რომ დავით კოდუა შურისძიების ნიადაგზე სცემა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?