თენგიზ გუნავა - შს მინისტრსა და მოქმედ ხელისუფლებას: "მიხედეთ ბანდიტებს!!!"

Image

შს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა საქარტველოს შს მინისტრსა და მთავრობას მიმართავს და აცხადებს, რომ ის, რაც დღეს კრიმინალის გახშირების კუთხით ქვეყანაში ხდება, მათ უკან "ძალიან ცუდად" დაუბრუნდებათ.

 

"მივმართავ შს მინისტრს და მოქმედ ხელისუფლებას!!!

 

დაგხვდათ თუ არა აწყობილი სისტემა და დანაშაულებრივი სამყაროს მოქმედებები აღკვეთილი? ბოლო წლების მანძილზე როდის გაიგონეთ ქუჩური გარჩევების შესახებ?

 

დღესდღეობით მდგომარეობა სრულიად უმართავია და სისტემაც უსუსური! სამწუხაროდ ჩვენი მთავრობის დიდ მონაპოვარს, მოქალაქეების კანონმორჩილ საზოგადოებად ჩამოყალიბებას ძირს უთხრით მიზანმიმართულად!!!

 

კოდუასა და წიკლაურზე თავდასხმა ერთი და იგივე ხელწერით მოხდა! პოლიცია არ პატრულირებდა, კამერები ირგვლივ რატომღაც გამორთული აღმოჩნდა, თავმდამსხმელები იყვნენ შეიარაღებულები ასევე ელექტროშოკები ქონდათ, მოქმედებდნენ თავისუფლად!

 

ფაქტია, რომ შეგნებულად იგეგმება და სრულდება თავდასხმები! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს კარგად არ დაგიბრუნდებათ!

 

კოდუას, წიკლაურის და მითუმეტეს, თათუხაშვილის თითოეულ წვეთ სისხლს, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, გაზღვევინებთ კანონის სრული სიმკაცრით!!!

 

მიხედეთ ბანდიტებს!!!", - წერს თენგიზ გუნავა "ფეისბუქზე".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?