ვინ არიან „ევრაზიული კავშირის ტიპები“, რომლებიც 17 მაისის აქციას 40 ათასით აფინანსებენ?

Image

ცოტა ხნის წინ ორგანიზაცია „იდენტობის“ წარმომადგენელმა ირაკლი ვაჭარაძემ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც 17 მაისს დაგეგმილ პროვოკაციაზეა მინიშნებული.

 

განახლებულია: 02:30

 

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, სტატიაში მოხსენიებულმა პირმა გიორგი ჩხარტიშვილმა, რომელიც 17 მაისს დაგეგმილი აქციის ინიციატორი იყო, გამოაქვეყნა სტატუსი "ფეისბუქზე", სადაც დაწერა, რომ მიიღო გადაწყვეტილება აქციის გაუქმების შესახებ. "აფხაზეთის ხმა" ამ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

 

"მეგობრებო, დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ 17 მაისს ჩვენ ვგეგმავდით აქციის ჩატარებას.

 

ამ საკითხზე არაერთმა ადამიანმა გამოთქვა შეშფოთება და გვირჩია, არ ჩაგვეტარა რადგან ეს გამოიწვევდა ლგბტ თემის დისკრედიტირებას. ჩვენ გავითვალისიწნეთ ისიც რომ ეს გავლენას იქონიებდა ასოცირების ხელშეკრულებაზეც, გვითხრეს რომ ეს ჩვენი სიკვდილის ტოლფასი იყო მაგრამ მაინც ვფიქრობდით აქციის ჩატარებას.

 

ყველა თქვენთაგანი კარგად იცნობთ თინა თაყაძეს, რომელიც ჟურნალისტია და ამავდროულად, 17 მაისის აქციის მონაწილეა. მან გვესაუბრა ამ აქციაზე. ვისაუბრეთ აბსოლიტურად ყველაფერზე და მე გავიაზრე ჩვენი დიდი შეცდომის არსი, ამიტომაც მე ვესაუბრე ჩემს მეგობრებს და გადავწყვიტეთ, ჩემო მეგობრებო, რომ აქცია არ ჩატარდეს 2014 წლის 17 მაისს .

 

ჩვენ არ გამოვალთ 17 მაისს არა იმიტომ რომ ჩვენ ხმის ამოღების უფლება არ გვაქვს არამედ იმიტომ რომ არ გვინდა ვაზარალოთ საერთო საქმეს და ლგბტ თემს.

 

დღეს ირაკლი ვაჭარაძემ კიდევ ერთხელ პროვოკაციული განცხადებები გააკეთა ჩემთან მიმართებაში რასთან დაკავშირებითაც აუცილებლად მივმართავ პირადად მე სასამართლოს.

 

პატივისცემით გიორგი ჩხარტიშვილი".

 

ირაკლი ვაჭარაძე წერს:

 

„ელვის სისწრაფით ვითარდება მოვლენები. მოკლედ ჩვენი თემის წევრს დაუკავშირდა ეს ვახო ოქროპირიძე, იგივე ციცინო, იგივე გიორგი ჩხარტიშვილი. უთხრა, რომ ევრაზიის კავშირის ტიპები სთავაზობენ 40.000 ლარს, თუ აქციას მოაწყობენ 17ში.

 

ასევე უთხრა, განა არ ვიცი რომ დაგვარბევენ, მაგრამ ავიღოთ ფული და დროზე მოვტყდეთო. მხოლოდ ის გვევალება ქალის ფორმაში ჩაცმული მოსვლას შევეცადოთო“.

 

„აფხაზეთის ხმა“ სოციალურ ქსელში დაწყებული განხილვების შეჯამების მცდელობით შეეცდება მკითხველს დაანახოს, რამდენად რეალურია საფრთხე, რომ 17 მაისს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ზღურბლზე, თბილისში პროვოკაცია იგეგმება.

 

თავდაპირველად იმით დავიწყოთ, რომ ორგანიზაციებმა, რომლებიც, როგორც წესი, ბოლო წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ 17 მაისის აქციების ორგანიზებაში („ლგბტ საქართველო“, „იდენტობა“ და სხვები), ამ თარიღამდე კარგა ხნით ადრე, სრულიად ცალსახად განაცხადეს, რომ წელს არანაირი აქციის ორგანიზებას არ აპირებენ, რათა მავანთ არ მიეცეთ შესაძლებლობა, ეს აქცია გამოიყენონ სიტუაციის ესკალაციის მიზნით.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა თბილისის ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერებზე თავდასხმის თემა. ყოველ შემთხვევაში, მედიასაშუალებებმა და, მათ შორის, „აფხაზეთის ხმამ“, არაერთხელ გააშუქეს ცნობილ ტრანსგენდერ ზიზიზე თავდასხმის ფაქტი: მასზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზიზი ერთხელ დაჭრეს, მეორედ სცემეს, მესამედ კი ჯგუფური თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

 

ამავე დროს, ორგანიზაცია „იდენტობის“, ანუ, იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელსაც უშუალო შეხება აქვს ლგბტ პირებთან და არაერთხელ დაუყენებია და გადაუჭრია მათთან დაკავშირებული პრობლემები, სრულიად არაორაზროვნად მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ზიზის არც არავინ დასხმია თავს და მას, უბრალოდ, გარკვეული მიზნებისთვის იყენებენ:

 

„ცირკთან ზიზიმ თავისი ხელით გაიხსნა ნაკერებიო თქვეს და უკვე მჯერა. მას რამდენჯერმე აქვს გადაყლაპული დანა და კოვზები რომ ციხიდან გამოეშვათ. მერე ჩვენ გვატყუებდა სახლიდან გამომაგდესო და გადავამოწმეთ: დედა ეხვეწებოდა სახლში დაბრუნდიო.

 

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოგვადგა, თავს მოვიკლავ თუ არ მარჩენთო. ეს და სხვა ყოფილი პატიმარი გეები მაიმუნობენ რაღაცას. მგონი დაავერბოვკეს და საჩვიდმეტმაისო პროვოკაციას აწყობინებენ“, - დაწერა 1 მაისს ირაკლი ვაჭარაძემ.

 

თუ გადავხედავთ არცთუ შორეულ წარსულს, იმასაც ვნახავთ, რომ ცირკთან 17 მაისის წინაპერიოდში მომხდარი „თავდასხმები“ არ არის პირველი შემთხვევა, როცა ზიზი ამ თავდასხმას, უბრალოდ, თამაშობს: არსებობს ბლოგერისა და თვითმხილველის ჩანაწერი, სადაც ის ზიზის სიმულანტობაში ამხელს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარი მოვლენების დროს, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ყოფილი პოლიტპატიმრები და მოქალაქეთა ჯგუფი დაუპირისპირდა. აი, ამის დამადასტურებელი ფაქტიც:

 

17-MAIS-ZIZI-BIBL.jpg

 

მეორე საკითხი: ვინ არის ტრანსგენდერი ციცინო, როგორც ირაკლი ვაჭარაძე წერს, „ვახო ოქროპირიძე, იგივე ციცინო, იგივე გიორგი ჩხარტიშვილი“?

 

თუ გადავხედავთ ამ სახელითა და გვარით ცნობილი პირების პროფილებს „ფეისბუქზე“, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გიორგი ჩხარტიშვილი, ვახო ოქროპირიძე და ტრანსგენდერი ციცინო, რომელიც გორში, ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერში გასული გადაცემის დროს რამდენიმე ტრანსგენდერთან ერთად ტვ-ს ოფისთან მივიდა, ერთი და იგივე პიროვნებაა. გადავხედოთ ფოტოებს:

 

17-MAIS-TRANS-GORI.jpg

 

17-mai-oqrop.jpg

 

17-mai-chxart.jpg

 

ახლა კი კიდევ ერთი ფაქტი: გიორგი ჩხარტიშვილის სახელით დარეგისტრირებული პირი სწორედ ისაა, ვინც ზიზიზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუქზე“ ექსკლუზიურად ავრცელებდა და, ამავე დროს, ის პირიცაა, ვინც 17 მაისის აქციას აანონსებს.

 

თავდაპირველად მან სთხოვა აქციაში მონაწილეობის მსურველებს, პირადად მისთვის მოეწერათ, მაგრამ შემდეგ უკვე საჯარო წვეულება შექმნა და საკუთარი მობილურის ნომერიც გაასაჯაროვა.

17-MAIS-IVENT.jpg

 

საინტერესოა, რომ 17 მაისი შაბათ დღეს ემთხვევა, ანუ, გამოსასვლელ დღეს და ამ დროს აქცია დაანონსებულია პროკურატურასთან...

 

ამას გარდა, არანაკლებ საინტერესოა წვეულების აღწერის ტექსტის ის ნაწილი, სადაც აქციის მონაწილეებისთვის სპეციალურ სამაჯურებზეა ლაპარაკი, რომელთა მეშვეობითაც აქციის მონაწილეების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ სამართალდამცველები.

 

როგორც „აფხაზეთის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, გიორგი ჩხარტიშვილი 17 მაისის აქციაში „ლგბტ საქართველოს“ ჩართვასაც ცდილობდა, ხოლო ამ ორგანიზაციის წევრის შეკითხვაზე, რატომ ატარებს ამ აქციას მაშინ, როცა არცერთი სხვა ორგანიზაცია არ გამოდის აქციის ჩატარების იდეით, პასუხობს, რომ არსებობს „კომერციული და სხვა, ფარული სახის მიზნებიც“.

 

პირად საუბარში ჩხარტიშვილი იმასაც ამბობს, რომ ისინი აპირებენ თურქეთიდან და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყნიდან ჩამოიყვანონ ტრანსგენდერები, რადგან „მათ ცემას სხვა ეფექტი ექნება“, ხოლო შეკითხვაზე, საიდან აქვს მათი ჩამოსაყვანი თანხა, პასუხობს, რომ თანხის გადახდას საკუთარი ჯიბიდან არ აპირებს...

 

თუ მივიჩნევთ, რომ გიორგი ჩხარტიშვილი და ვახო ოქროპირიძე ერთი და იგივე პირები არიან, ბუნებრივად იბადება კითხვა: ვინ არის ოქროპირიძე? სად იყო და რას საქმიანობდა ადრე?

 

ვახო ოქროპირიძე ყოფილი პატიმარია. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ციხეში ლადო ბედუკაძემ გააუპატიურა, მოგვიანებით კი აღიარა, რომ ეს მხოლოდ საკუთარი პერსონის ირგვლივ სკანდალის შესაქმნელად გააკეთა და არანაირი კავშირი ლადო ბედუკაძესთან არ ჰქონია...

 

17-MAISI-1.jpg

მოკლედ, ფაქტია, რომ 17 მაისის წინ სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. თუმცა, გარეგნულად ეს დაძაბულობა ჯერ არ ჩანს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ 17 მაისს ფილარმონიიდან მართლმადიდებელი მრევლის 30.000 კაციანი მსვლელობა-ლოცვაა დაგეგმილი, ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, რა მაღალი იქნება დუღილის ტემპერატურა, თუკი პროკურატურასთან აქცია მაინც ჩატარდება...

 

ლაშა ბერულავა

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !