
თბილისში, შევჩენკოს ქუჩაზე მომხდარი მასობრივი ჩხუბის გამო, რომელშიც რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, ძალოვნებმა ათზე მეტი მამაკაცი დააკავეს.
ამის შესახებ "აფხაზეთის ხმას" თვითმხილველმა შეატყობინა, რომელმაც ფოტოც მოგვაწოდა. წყაროს ცნობით, ხელჩართული ჩხუბი, რომელშიც, სავარაუდოდ, შეიარაღებული პირებიც მონაწილეობდნენ, შევჩენკოსა და ბესიკის ქუჩებზე მოხდა. ჩხუბის მიზეზსა და მონაწილე პირების ვინაობას წყარო ვერ ასახელებს.
მისივე თქმით, ჩხუბის დაწყების სემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული, სავარაუდოდ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და ათამდე მოჩხუბარი დააკავეს. ფოტოზე სწორედ ის მომენტია აღბეჭდილი, როცა პირები სამოქალაქო ტანსაცმლით, მანქანაში სვამენ დაკავებულებს.