სროლა მარიუპოლში, ვერტმფრენები ლუგანსკში, უშიშროების შენობის შტურმი დონეცკში (ფოტო, ვიდეო)

Image

ამ წუთებში უკრაინის შეიარაღებული ძალები და შსს აგრძელებენ სპეციალურ ანტიტერორისტულ ოპერაციას უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში. დაძაბული მდგომარეობაა მარიუპოლში და ლუგანსკში, ასევე კონსტანტინოვკაში.

 

მარიუპოლის ცენტრში გამაგრებულმა სეპარატისტებმა საბურავები დაწვეს და ბარიკადები აღმართეს, ქალაქში სროლისა და სასწარფო დახმარების სირენების ხმა ისმის. უკრაინელი ძალოვნები უკვე შევიდნენ ქალაქში და ცენტრისკენ მიიწევენ, სადაც სეპარატისტები არიან გამაგრებული.

 

ეროვნულმა გვარდიამ მოიგერია შტურმი, რომელიც სეპარატისტებმა ლუგანსკში მდებარე ერთერთ სამხედრო ნაწილზე მიიტანეს. სამხედრო კომუფლჟებში ჩაცმულმა, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ჯარისკაცებს იარაღის დაყრა და შენობების დატოვება მოსთხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. სამხედრო ნაწილის შტურმით აღების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

sep.jpg

 

ამ წუთებში ორმხრივი სროლაა ასევე დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში. იქ ბრძოლები, ძირითადად, ტელეანძის დასაკავებლად მიმდინარეობს. ოპერაციაში ჩართულია უკრაინის შსს-ს კუთვნილი ვერტმფრენიც.

separ.jpg

 

სეპარატისტებმა წარმატებას მხოლოდ დონეცკის ოლქში მიაღწიეს: არმატურის ნაჭრებით, ბეისბოლის ბითებითა და ხელჯოხებით შეიარაღებულმა პირებმა შეძახილით „როსია!“ დაახლოებით ორ წუთში აიღეს დონეცკის უშიშროების სამსახურის დონეცკის ოლქის შენობა (იხილეთ ვიდეო).

 

ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება. ჯერ არ არის გარკვეული, როდის დასრულდება ის. უკრაინის შსს-მ სეპარატისტებისგან გათავისუფლებულ ოდესაში დამატებითი სამხედრო-საპატრულო ჯგუფები გაგზავნა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?