-
2014-05-05 03:34
ქუთაისში, მოსახლეობასთან და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა: ერთერთი მოქალაქე აქციაზე პლაკატით „ჩვენი ხმა უგულავას“ მივიდა.
ფოტო და ინფორმაცია „იმერეთინიუსმა“ გამოაქვეყნა, რომელიც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გიგი უგულავამ გაიზიარა და დაწერა:
„ვააა! ღმერთი, რჯული, ახლა, სამი დღის დაგვიანებით შევიტყვე და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ინკოგნიტო მხარდამჭერს.
ასევე მინდა ვთხოვო, ასე ნამეტანი წელში ნუ შეუვარდებით. მართალია პლაკატის აწევა სრულიად უწყინარი და ლეგიტიმური რამაა კვერცხების და ბადრიჯნების სროლასთან შედარებით, მაგრამ მაინც არაა საჭირო.
იუმორზე აცრილები არიან ქოცთუხუცესები“.
