"პრაიმტაიმთან" საუბარში, "იმედის" მხრიდან ვებგვერდზე ან პროდიუსერად დასაქმების შემოთავაზებაზე საუბრის დროს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია არ გამორიცხავს, რომ პროდიუსერი გახდეს.
ზუგდიდში ათეულობით ათასი ადამიანი "რუსთავი-2"-ის კონცერტს ესწრებოდა. იმის მიუხედავად, რომ კონცერტის დაწყებას წვიმა დაემთხვა, ხალხი ფეხმოუცვლელად ელოდა შოუს დაწყებას. საბოლოოდ, წვიმამ გადაიღო და შოუც შედგა. შემდეგ კონცერტს "რუსთავი-2" ქუთაისში გამართავს.
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია არ გამორიცხავს, რომ "რეაქციისა" და "იმედის კვირის" დახურვის შესახებ გადაწყვეტილება, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება "იმედზე" საზოგადოებრივი თოქ-შოუების დახურვის თემას და წერს, რომ როცა არ არსებობს სივრცე, სადაც შეიძლება განსხვავებული აზრის დაფიქსირება, ეს ჩვეულებრივი დიქტატურაა.
ცოტნე გამსახურდია წერს, რომ დღეს, ილიას მკვლელობის დღეს, "ფეისბუქზე" რეაქციის დახურვის თემა უფრო აქტუალურია, ვიდრე ილიასთან დაკავშირებული სტატუსები და ამის საფუძველზე ინგა გრიგოლიას ხუმრობით მიმართავს, რომ ის ილიაზე პოპულარულია.
სააგენტო "ჯი ეიჩ ენისა" და ჟურნალ "პრემიერის" დამფუძნებელი გოჩა მირცხულავა, რომელმაც "რეაქციის" დახურვა ერთერთმა პირველმა იწინასწარმეტყველა, ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს და მოუწოდებს, კომენტარი გააკეთონ და რაიმე თქვან.
ვერძი: - დღეს ახალ ამბებს, ინფორმაციებს შეიტყობთ. ეცადეთ, უმნიშვნელო ამბავიც კი კარგად გაანალიზოთ და რაც მთავარია, სხვისი საიდუმლოებები არ გათქვათ.
ათასობით ადამიანი შეიკრიბა ზუგდიდში, ყინულის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტეიკ-პარკში, "რუსთავი-2"-ის კონცერტზე. იმის მიუხედავად, რომ კონცერტის დაწყებას თავსხმა წვიმა დაემთხვა, შეკრებილებს ფეხი არ მოუცვლიათ.
2001 წელს რუმინეთის პატარა ქალაქ პიპერუში მომხდარმა ისტორიამ, რომელიც მთელი ექვსი საათის განმავლობაში გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში, ჯერ მთელი ქვეყანა, მოგვიანებით კი მსოფლიო შეძრა.
ჟურნალისტი ია ანთაძე "აიპრესთან" საუბარში ამბობს, რომ "იმედის" მენეჯმენტის გადაწყვეტილებაში ხელისუფლების კვალს ვერ ხედავს, ხოლო "ფეისბუქზე", საკუთარ კედელზე, კომენტარებში წერს, რომ ეს კვალი თუ არსებობს, სეზონის დაწყების შემდეგ გამოჩნდება.