
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ კლასიკურ გიმნაზიაში იმყოფებოდა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მოსწავლეთა მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ქვეყნის პირველი პირი დაესწრო დროშის აღმართვის ცერემონიას, შემდეგ კი პირველკლასელებთან შევიდა და ერთერთი ატირებული გოგონას დამშვიდება სცადა.