
დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ველოსიპედის ძეგლსა და კვერცხებზე დაწყობილ სანდლებს სატანურ სიმბოლოებად მიიჩნევს. მან ამის შესახებ ტელეკომპანია „დროს“ ეთერში ისაუბრა.
„ეს არის სატანური სიმბოლო. წინა ხელისუფლებას ვიღაცამ გადაუხადა თანხა. ველოსიპედს აქვს ორი საჭე, ერთმანეთის საწინააღმდეგო. შეიძლება, ასეთი ველოსიპედი არსებობდეს? ანუ გზა არსაით.
ეს სიმბოლო შემთხვევით არ არის. ეს არის სატანური სიმბოლო, შავი ველოსიპედი, რომელიც გაურკვეველმა პირებმა დადგეს იქ და მიუთითებს, რომ გზა არსაით, ერთმანეთის საწინააღმდეგოდ.
გაიხსენეთ კვერცხები და ზედ „შლოპანცი“. სიცოცხლის სიმბოლო ხომ არის კვერცხი - ანუ გაჭყლეტა სიცოცხლის, მამათმავლების მიერ. მამათმავლობა თუ გამრავლდება, ერი ხომ აღარ გამრავლდება. სასწრაფოდ უნდა ავიღოთ“,- ამბობს დეკანოზი.