
თბილისის ცენტრალურ ქუჩებში დღეს დილიდან მოძრაობა გართულებულია. იმის მიუხედავად, რომ ნაწილობრივ გახსნილია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა საცობებია ვარაზის ხევსა და ჭავჭავაძის გამზირზე.
ავტომობილების მოზღვავებულ ნაკადს ნაწილობივ გახსნილი გზა ვერ ატარებს, რის გამოც მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები და მარეგულირებლები ცდილობენ მოძრაობის განტვირთვას. თუმცა თბილისის ცენტრალურ უბნებში ავტომობილით გადაადგილება ამ დროისთვის თითქმის შეუძლებელია.
დილიდან ასაცობია, ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირზე. ასევე წერეთელსა და თამარ მეფის გამზირზე.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული ახალი გზა ნაწილობრივ გაიხსნა. მოძრაობა დილიდან უკვე შესაძლებელი უნდა ყოფილიყო თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით. ასევე ხილიანის ქუჩაზე გადასვლა და ვაკეში, ჭავაჭავაძის გამზირზე მოხვედრა.
როგორც ცნობილია, გზის დანარჩენი ნაწილის რეაბილიტაციის დასრულებას, დედაქალაქის მერია უახლოეს პერიოდში გეგმავს.