პრემიერი: "ეს პროვოკატორები მოვაშოროთ"; ღვინიაშვილი: "მე კი არ გამარტყეს, კახელ გლეხს გაარტყეს" (ვიდეო)

Image

"არსადაც არ გავალ, თუნდაც სისხლის ფასად დამიჯდეს, მოვიდეს შს მინისტრი და გამიყვანოს აქედან, თუ მაგარია. მინდა ღარიბაშვილს მივმართო: მე გარტყმას ავიტან, მაგრამ მე კი არ გამარტყეს, აქ მდგომ თითოეულ გლეხს გაარტყეს. სწორედ ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ პოლიციის მასას გამოეყო ადამიანი, რომელმაც სახეში დამარტყა და გაიქცა",

 

ამის შესახებ დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, რომელსაც ინტერვიუს ჩაწერის დროს უცნობი პირი დაესხა თავს და სახეში ჩაარტყა, შემდეგ კი აქციაზე შეკრებილი გლეხებს პოლიციის კორდონის მიმართულებით გაექცა. პოლიციელებმა ის დააკავეს, თუმცა, რამდენიმე გლეხმა სიტყვებით "რატომ გაარტყი ღვინიაშვილს?" მას პოლიციის მანქანასთან ხელი გაარტყა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს ახალგაზრდა მევენახე და აქციის მონაწილე არ არის.

 

მანამდე მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მევენახეების აქციის შეწყვეტა შს მინისტრს დაავალა. მასვე დაევალა აქციის გათავისუფლება პროვოკატორებისგან. პროვოკატორებში ირაკლი ღარიბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" და კონკრეტულად, გიორგი ღვინიაშვილი იგულისხმა: "გიორგი ღვინიაშვილი, რომელიც ყოფილი გუბერნატორია, ახლაც ცდილობს, ერთგულება დაუმტკიცოს გუბერნატორს, ოღონდ არა კახეთის, არამედ ოდესის. იქ იმყოფება", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

 

კახელმა მევენახეებმა გურჯაანში თელავი-თბილისის გზა გადაკეტეს. ისინი მთავრობის წარმომადგენლებთან, კონკრეტულად, პრემიერმინისტრთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ: "ვინც გინდა, ის დამეხმაროს, გინდა ღვინიაშვილი იყოს, გინდა ნათელაშვილი და გინდა ინაშვილმა დაიწეროს "აჩოკები" სულ არ მაინტერესებს, ვინც გვერდით დამიდგება, იმასთან ვიდგები", - აცხადებს აქციის ერთერთი მონაწილე.    

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !