,,ნატო" არ აღიარებს აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და შესაბამისად, არ ცნობს არც დოკუმენტს, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ რეგიონს შორის გაფორმდა, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
წელს რუბლი მსოფლიო ვალუტებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. კურსის ამგვარი ვარდნა 1998 წლის რუსეთის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის ინგლისურენოვანი გაზეთი „კიევპოსტი“ ავრცელებს.
ბოლო ინფორმაციით, "Brent"-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 70,91 დოლარამდე დაეცა. ასევე დაბალ მაჩვენებელზეა "WTI"-ის მარკის ნავთობის ფასიც, რომელიც 67,22 დოლარამდე ჩამოვიდა.
უკრაინის შსს უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შინაგანი უწყების პრესსამსახურმა დაადასტურა უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ ეკა ზღულაძის დანიშვნა.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა 10 რუსი ჟურნალისტი იძულების წესით გააძევა უკრაინიდან, 73 ჟურნალისტს კი ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. "შავ სიაში", ძირითადად, ისეთი რუსული მედიასაშუალებების ჟურნალისტები მოხვდნენ, როგორებიცაა "Звезда", ВДТРК, "LifeNews" და სხვები.
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე რეანიმაციის განყოფილებაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა მას შემდეგ, რაც ის 13 ნოემბერს კლინიკაში მოათავსეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა, როგორც სტაბილური.
საღამოს, დაახლოებით 23:00 საათის მონაცემებით რუსული რუბლის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში ამ ნიშნულზე დადგა: USD/RUB 47,28; EUR/RUB 59,1456
დალია გრიბაუსკაიტეს რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი „მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, სავალალო მომავალს“ უწინასწარმეტყველებს.
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი ჩრდილოატლანტიკური სამხედრო პოლიტიკური ალიანსიდან აშშ-ის განდევნის წინადადებით გამოდის.