
ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის ინგლისურენოვანი გაზეთი „კიევპოსტი“ ავრცელებს.
გაზეთის ინფორმაციით, ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო, უკრაინის ხელისუფლება მთავრობაში სამუშაოდ უცხოელი სპეციალისტების მიწვევას გეგმავს.
ამჟამად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინის მთავრობაში მუშაობის უფლება არ აქვთ. არც ორმაგი მოქალაქეობაა ნებადართული, თუმცა წინა კვირას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პეტრო პოროშენკომ დეპუტატებს შესთავაზა მხარი დაუჭირონ უცხოელების სამსახურში აყვანას.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის მედიამ ქვეყნის მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე ეკა ზღულაძის და ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია.