
დალია გრიბაუსკაიტეს რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი „მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, სავალალო მომავალს“ უწინასწარმეტყველებს.
ნარიშკინმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გრიბაუსკაიტეს გამონათქვამზე, როცა ამ უკანასკნელმა რუსეთს „ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა. ნარიშკინის განცხადებით, ეს „უხეში ანტირუსული განცხადება“ იყო. შეგახსენებთ, ამ განცხადების გამო რუსეთის დუმაში კომუნისტებმა წამოაყენეს წინადადება ლიტვასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ.
ნარიშკინის განცხადებით, გრიბაუსკაიტეს ფრაზებმა მას „სხვა პოლიტიკური პერსონაჟი“ - მიხეილ სააკაშვილი გაახსენა, რომელიც ასევე, გამოირჩეოდა ანტირუსული გამოსვლებით. „და სად არის ის დღეს?“, - იკითხა ნარიშკინმა, - „ის დღეს საქართველოდან განდევნილია და ხელსაც არავინ უწვდის“, - თქვა რუსეთის დუმის სპიკერმა.