-
2014-12-01 14:18
წელს რუბლი მსოფლიო ვალუტებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. კურსის ამგვარი ვარდნა 1998 წლის რუსეთის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
რუბლის გაუფასურების შესახებ "ფაინენშალ თაიმსი" წერს. გამოცემის ცნობით, ამგვარი შედეგი რუსეთის წინააღმდეგ მიმართულმა საერთაშორისო სანქციებმა გამოიღო, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიის წინააღმდეგაა მიმართული.
მაგრამ ამას გარდა, ნავთობის ფასების ცვლილებამაც თავისი გავლენა იქონია, ვინაიდან რუსული ეკონომიკა დიდწილადაა დამოკიდებული ნავთობის ექსპორტზე.