
უკრაინის უშიშროების სამსახურმა 10 რუსი ჟურნალისტი იძულების წესით გააძევა უკრაინიდან, 73 ჟურნალისტს კი ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. "შავ სიაში", ძირითადად, ისეთი რუსული მედიასაშუალებების ჟურნალისტები მოხვდნენ, როგორებიცაა "Звезда", ВДТРК, "LifeNews" და სხვები.
უკრაინელი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ყველა ნაბიჯი "უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების" შესახებ კანონთან თანხვედრაში გადაიდგა და რომ მათ ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა სიაში შეტანილი ჟურნალისტების მხრიდან ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს.