-
2014-11-29 11:24
უკრაინის შსს უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შინაგანი უწყების პრესსამსახურმა დაადასტურა უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ ეკა ზღულაძის დანიშვნა.
შსს-ს პრესსამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელონ და განცხადებაში წერს, რომ მსგავსი შეკითხვით შსს-სთვის არავის მიუმართავს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ეკა ზღულაძის შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. ამასთან, ზოგი გამოცემა მიუთითებდა, რომ ეკა ზღულაძე არა შს მინისტრის მოადგილედ, არამედ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილედ მოიაზრებოდა, ხოლო შს მინისტრის მოადგილედ საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ინიშნებოდა.