
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი ჩრდილოატლანტიკური სამხედრო პოლიტიკური ალიანსიდან აშშ-ის განდევნის წინადადებით გამოდის.
"მე მაქვს ფანტასტიური წინადადება: გთავაზობთ ნატოს ალიანსიდან გარიცხოთ აშშ - ამას შევთავაზებდი ევროპელ პარტნიორებს", - მოჰყავს "იტარ-ტასს" ნარიშკინის სიტყვები, რომლებიც მან საერთაშორისო მრგვალ მაგიდაში მონაწილეობისას წარმოთქვა თემაზე "ევროპაში კრიზისის დაძლევის გზები".
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ნიშნული ამის შემდეგ ძალიან მალე დაუბრუნდება საჭირო დონეს", - დაამატა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა.