საფრანგეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში ანდრე ევრარი აცხადებს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ცენტრალურ აფრიკაში ბავშვებზე ძალადობაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის შესახებ.
ინფორმაცია, რომ ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილებდნენ, დღეს ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს. კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა თავდაცვის სამინისტროში. ინფორმაციას უარყოფს ცენტრალურ აფრიკაში საქართველოს ელჩიც.
ევროპის რამდენიმე ქვეყნის გარდა, რუსულმა მოტოკლუბებმა მარათონი პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც დაგეგმეს. მათ შორისაა ტამბოვის მოტოკლუბი, რომელმაც ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავი "კავკასიური მოტორბოლა" დაგეგმა. ეს რბოლა, გეგმის მიხედვით, 9 მაისს, თბილისში უნდა დასრულდეს.
მთელი ღამე "ჯაყოს ხიზნებს" ვკითხულობდი და წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნუგზარ კევლიშვილმა განუცხადა, რომელიც სამინისტროში ცოტა ხნის წინ მივიდა.
სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან გადადგა - ექსკლუზიური ინფორმაცია გვიან ღამით "პირველმა რადიომ" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. "კურიერის" ინფორმაციით, 12 საათზე სამინისტროში საგანგებო ბრიფინგია ჩანიშნული, თუმცა თემა არ კონკრეტდება.
შსს-მ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესიკ გაზდელიანი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციის დროს დააკავა. მას ბრალად სხვისი ქონების დაზიანება ედება.
შავი ზღვის ანაკლიის მონაკვეთზე ზღვამ წინ წაიწია და ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის მიმდებარე ტერიტორიას მიუახლოვდა. ზუგდიდის საკრებულოს წევრი ამას 2012 წელს უკვე ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმებას უკავშირებს. ინფორმაციას „ლაივპრესი“ ავრცელებს.
პაატა ზაქარეიშვილი "ახალ გაზეთთან" ინტერვიუში ეხება გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლების რუსულით ჩანაცვლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ ისე არ არის, როგორც ამას ზოგი მედიასაშუალება ხატავს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას გაზეთ „მთელ კვირასთან“ მიმოიხილავს.
ცნობილი ჟურნალისტი ვლადიმირ ივანიძე მორიგი ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს აქვეყნებს და ასკვნის, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გაპიარებული კონსალტინგური კომპანია, რომელიც, ხელშეკრულების თანახმად, მილიონობით დოლარს საქართველოს ბიუჯეტიდან მიიღებს, სინამდვილეში, შესაძლოა, უბრალოდ, თაღლითური ჯგუფი იყოს.