
საფრანგეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში ანდრე ევრარი აცხადებს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ცენტრალურ აფრიკაში ბავშვებზე ძალადობაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის შესახებ.
"ჩემთვის არ არის არანაირი მტკიცებულება, რომ ქართველი სამხედროები ამ ამბებში არიან ჩართულები. გაერომ გააფრთხილა ფრანგული მხარე იმის შესახებ,რომ არსებობდა ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა სამხედროების მხრიდან ბავშვებზე ძალადობის ფაქტებს. დაიწყო გამოძიება და ეს პროცესი ახლაც გრძელდება,"- აცხადებს საფრანგეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში.