-
2015-04-29 11:53
მთელი ღამე "ჯაყოს ხიზნებს" ვკითხულობდი და წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნუგზარ კევლიშვილმა განუცხადა, რომელიც სამინისტროში ცოტა ხნის წინ მივიდა.
"მთელი ღამე "ჯაყოს ხიზნებს" ვკითხულობდი და წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება", - განაცხადა კევლიშვილმა.
რა შეეხება პრეტენზიებს, რომლებიც სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის მიმართ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს აქვს, კევლიშვილს ეს ყველაფერი "აბსოლუტურად უსამართლოდ მიაჩნია".
სამინისტროში გამოჩნდა ლევან ყიფიანიც, თუმცა ის ჟურნალისტებთან კომენტარს ჯერ არ აკეთებს.
ინტერპრესნიუსი