
ევროპის რამდენიმე ქვეყნის გარდა, რუსულმა მოტოკლუბებმა მარათონი პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც დაგეგმეს. მათ შორისაა ტამბოვის მოტოკლუბი, რომელმაც ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავი "კავკასიური მოტორბოლა" დაგეგმა. ეს რბოლა, გეგმის მიხედვით, 9 მაისს, თბილისში უნდა დასრულდეს.
რუსული მედიის ცნობით, "კავკასიურ მოტოგარბენში" "ღამის მგლებსაც" უნდა მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა, ბოლო მომენტში გადაიფიქრეს. მათ ტამბოვიდან დაძრული ბაიკერები გააცილეს. გამცილებელთა შორის ადგილობრივი დეპუტატი იგორ პავლოვიც იყო.