
"აქცენტის" ინფორმაციით, უკვე დაუკავშირდნენ თბილისში დაკარგული დების - ინდირა და ლიზა ზარანდიების ოჯახს და დაუდასტურეს, რომ ორივე დის ცხედარი ნაპოვნია. დების ცხედართა იდენტიფიცირება თბილისში მყოფმა ოჯახის წევრმა მოახდინა, რის შემდეგაც ტრაგედიის შესახებ ოჯახის დანაღცენ წევრებს შეატყობინა.
ინდირა ზარანდიას ცხედარი ცოტა ხნის წინ, "მზიურის" ტერიტორიაზე იპოვეს, მისი დის ცხედარი უფრო ადრე აღმოაჩინეს. არაფერია ცნობილი იმ ტაქსის მძღოლის შესახებ, ვისი ავტომანქანითაც დები გადაადგილდებოდნენ. დაკარგულებს მაშველები წუხანდელი წყალდიდობის შემდეგ ეძებდნენ. ინდირა და ლიზა 22 და 25 წლისანი იყვნენ.