-
2015-06-15 00:22
ორი ადამიანი, რომლებიც სტიქიის შემოტევის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 24 კაციან სიაში იყო შეტანილი, სახლში უვნებლად დაბრუნდა და ამის შესახებ საგანგებო შტაბი საქმის კურსში ჩააყენა.
ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. "პრაიმტაიმნიუსთან" საუბრისას შს მინისტრმა თქვა:
,, 20-დან 24 ადამიანამდე იყო დაკარგული, თუმცა ორი ადამიანი სახლში მივიდა და დაგვიკავშირდა , რომ ცოცხლები არიან, ვვარაუდობ რომ რამდენიმე ადამიანი კიდევ დაბრუნდება, არის ხოლმე სიგნალები შემოსული რომ რამდენიმე ადამიანი გავიდა და არ დაბრუნებულა, მაგრამ შემდეგ, საბედნიეროდ, ბრუნდებიან ხოლმე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.