კორონავირუსის გამო, რუსეთში არასამუშაო კვირა 30 აპრილამდე გახანგრძლივდა.
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს მრევლის გარეშე აღნიშნავს.
ოპრა უინფრიმ კორონავირუსთან საბრძოლველად 10 მილიონი დოლარი გაიღო.
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიას ამჯერად სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ შეუერთდა.
რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა.
თუ კორონავირუსზე განმეორებითი პასუხები უარყოფითი იქნება, დღის ბოლოს რამდენიმე პაციენტს გავწერთ-ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.
შექება ჩვენთვის უცხო არ არის და არც რაიმე სისუსტეს თუ მოდუნებას განაპირობებს-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, რითაც გამოეხმაურა ვაშინგტონის შუა აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ჯორჯ ვისანის სტატიას „შავი ზღვა და ახალი კორონავირუსი“.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტსა და მთავრობაში მომდევნო სამი თვის განმვალობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ. საუბარია სულ 105 ადამიანზე, თუმცა მმართველ გუნდში დარწმუნებულნი არიან, რომ ამ აქციაში პარტიის მხარდამჭერებიც და სხვა წევრებიც ჩაერთვებიან.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 10 003-ს მიაღწია, დაინფიცირებულია 110 238 ადამიანი,
26 743 კი გამოჯანმრთელდა.
ყველა ბაზარს და ბაზრობებს მუშაობა აკრძალული აქვთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.