მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიას „სმარტი“ შეუერთდა

Image

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიას ამჯერად სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ შეუერთდა.

 

 

თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ხანდაზმულების დასახმარებლად პროდუქტი „აგროჰაბთან“, „გუდვილთან“ და „კარფურთან“ ერთად, „სმარტშიც“ შეიძინონ. აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, „სმარტის“ ერთ-ერთ მაღაზიაში იმყოფებოდა. „ვაგრძელებთ ჩვენ მიერ დაწყებული აქტოვობების განხორცილებას, რომელიც გულისხმობს მარტოხელა მოხუცების, იმ ადამიანების დახმარებას, რომელთაც ამ რთულ ვითარებაში ყველაზე მეტად უჭირს. ძალიან მიხარია, რომ ბიზნესსექტორის მხრიდან დიდი ინტერესია. როგორც იცით, ამ აქტივობებში ჩართულია ისეთი სუპერმარკეტები, როგორიცაა "აგროჰაბი", "გუდვილი", „კარფური“ და ახლა უკვე „სმარტიც“ შემოგვიერთდა, რეგიონებში განთავსებული ყველა თავისი სუპერმარკეტით. რიგით მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ ამ კარგ ინიციატივაში და თავისი წვლილი შეიტანონ იმ ადამიანების დახმარებაში, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და რისკის ჯგუფში იმყოფება. მოგროვებულ პროდუქტებს, გამგეობების თანამშრომლებისა და მოხალისეების დახმარებით, ჩვენ კონკრეტულ ოჯახებში მივიტანთ", - გნაცხადა კახა კალაძემ. აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „სმარტის“ სუპერმარკეტების ქსელში შეიძინონ პროდუქტი, რომელსაც „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და რაიონული გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს დაურიგებენ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები.

 

 

 

 

 

 

453.jpg

 

 

 

unnamed-1.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !