-
2020-04-02 17:12
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტსა და მთავრობაში მომდევნო სამი თვის განმვალობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ. საუბარია სულ 105 ადამიანზე, თუმცა მმართველ გუნდში დარწმუნებულნი არიან, რომ ამ აქციაში პარტიის მხარდამჭერებიც და სხვა წევრებიც ჩაერთვებიან.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, საერთაშორისო შეფასებებით აღიარებულია, რომ ხელისუფლებამ გამოწვევას თავი გაართვა.