საზოგადოება

კახა კალაძე: თუ ბაზრები და ბაზრობები მუშაობას აგრძელებენ, ისინი დაჯარიმდებიან

ყველა ბაზარს და ბაზრობებს მუშაობა აკრძალული აქვთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

>>>

მამა შალვა: პატრიარქმა სასულიერო პირებს მოგვიწოდა, რომ ტაძრები არ დაიკეტოს და რაც შეიძლება მეტად ვილოცოთ

პატრიარქი ესაუბრა პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს და იმის შემდეგ ჩვენ, ეკლესიის მრევლი გვაკურთხა მისმა უწმინდესობამ, რომ პირიქით ლოცვისგან თავი კი არ უნდა შევიკავოთ, პირიქით, უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, - ამის შესახებ მამა შალვამ (კეკელია) „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

>>>

რატი ამაღლობელი: "საქართველოში არა მარტო მორწმუნეებისგან, არამედ არაერთი ექიმის მხრიდან ღმერთის ამგვარ რწმენასთან გვაქვს საქმე..."

რატი ამაღლობელმა სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც  ამბობს, რომ რწმენისადმი საქართველოში ადამიანებს უცნაური დამოკიდებულებები აქვთ:

>>>

საზღვარგარეთ კორონავირუსი სულ 35 ქართველს დაუდასტურდა

საზღვარგარეთ მყოფი ქართველებიდან კორონავირუსი 35 მოქალაქეს დაუდასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, გარდაცვლილია 5 მოქალაქე - 3 ესპანეთში, 1 - საბერძნეთში, ერთი კი აშშ-ში.

>>>

ნათია თურნავა: ჩვენ შევდივართ კრიზისში, რომელიც დასაქმებულებს დაარტყამს

ჩვენი ანტიკრიზისული ეკონომიკური პაკეტი მიმართულია 2 ობიექტისკენ: დაზარალებული ბიზნეს სექტორები და იცით რამდენად ტევადი ღონისძიებებია შეთავაზებული - დაწყებული გადასახადების გადავადებით და პროცენტის სუბსიდირებით დასრულებული და მეორე და მთავარი ობიექტი ჩვენი დახმარების არის მოსახლეობა, ვინც, მიუხედავად ყველა ჩვენი მცდელობისა, ალბათ დაკარგავს სამსახურს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

>>>

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ერთი ორსულია

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბოლნისში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

>>>

ფილიპინების პრეზიდენტმა კარანტინის წესების დამრღვევების დახვრეტის ნებართვა გასცა

ფილიპინების პრეზიდენტმა კარანტინის წესების დამრღვევების დახვრეტის ნებართვა გასცა.

შესაბამის განკარხულებაზე ქვეყნის პრეზიდენტმა ტელემიმართვის დროს ისაუბრა.

>>>

დიმიტრი ხუნდაძე: ურთულესი სცენარისთვისაც მზად უნდა ვიყოთ

ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკოორდინაციო საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.

>>>

ხუან გუაიდო საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებას ეხმაურება და მადლობას უხდის საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის.

>>>

ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?