
რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა.
თავად საკრებულოს წევრს ჯერჯერობით კოვიდ 19 დადასტურებული არ აქვს, თუმცა მას ვირუსის სიმპტომები აღენიშნება.
ამ დროისთვის რუსთავის საკრებულოს 20-მდე დეპუტატი თვითიზოლაციაში იმყოფება.
რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ამ ეტაპზე 45-მდე პირია იდენტიფიცირებული.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მე პირადად მასთან კონტაქტი და შეხება არ მქონია. ჩვენ კონსულტაციების საფუძველზე გუშინვე, დაახლოებით 11-ის ნახევრიდან დავიწყეთ იდენტიფიცირება იმ ადამიანების, რომელთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, ამ დღეებზეა საუბრი. იდენტიფიცირებული ადამიანები გაფრთხილებული არიან და ამ წუთას იმყოფებიან თვითიზოლაციაში. ჩვენ ველოდებით ანალიზის პასუხს ამ პიროვნების, ვიზეც ჩვენ ახლა ყველა ვსაუბრობთ. დანარჩენი შიდა მონიტორინგი ახდენს მოკვლევას. დაახლოებით, 40 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა, დაემატა კიდევ ხუთი ადამიანი. ახლა ხდება შიდა მონიტორინგი არსებული კამერების საშუალებით, რაც მუნიციპალიტეტის შენობაში დამონტაჟებულია, მიმდინარეობს შესწავლა, რომელ ადამიანებთან ჰქონდა კონტაქტი“ , – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.