-
2020-04-02 18:09
თუ კორონავირუსზე განმეორებითი პასუხები უარყოფითი იქნება, დღის ბოლოს რამდენიმე პაციენტს გავწერთ-ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.
მისი თქმით, საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან COVID-19 23 პაციენტს დაუდასტურდა და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
„ლუგარის ლაბორატორიიდან ველოდებით დამატებით ტესტებს. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ტესტები უარყოფითი მოვიდა, რამდენიმე ადამიანი კლინიკას დღის ბოლოს დატოვებს“- აღნიშნა ლევან რატიანმა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-09-21 04:57
-
2015-04-17 23:47
-
2015-03-27 15:40
-
2015-02-23 01:38