ტილანდის მეფე გერმანიის ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში, კურორტ გარმიშ-პარტენკირხენში
20 ქალთან ერთად განმარტოვდა.
“საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ გაითვალისწინა შეთავაზება კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით და რომ მოსახლეობისთვის 3 თვის განმავლობაში დაწესებული შეღავათი ოპოზიციური პარტიის მიღწევაა. ნათელაშვილი მადლობას უხდის სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ვინც აღნიშნულ ინიციატივას თავიდანვე უჭერდა მხარს და იმათაც, ვინც მოგვიანებით შემოუერთდა.
გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ მთელი მსოფლიოს სურვილია, ვინმემ თქვას, რომ ბოლო რამდენიმე თვე გვატყუებდნენ და არანაირი კარანტინი საჭირო აღარაა.
აფხაზეთში სიტუაცია ძალიან რთულია. ჯერჯერობით თითქოს არ არის გამოვლენილი ინფიცირებული ადამიანი (გალის რაიონის იქით), მაგრამ ამისი აფხაზეთში ბევრს არ სჯერა, - ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ვაქცინის გარეშე კორონავირუსს ვერასოდეს დავამარცხებთ, - განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ.
„საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად, მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულება. აღდგომა მოდის, ჯერ ორი კვირაა იქამდე. შევჯერდებით იმაზე, თუ რა ფორმით და როგორ ჩატარდება ყველაფერი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შიდა ქართლის რეგიონში ვიზიტისას ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.
გოგი წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატრულმა დააკავა.
კომუნალური ვაუჩერების გაცემა ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მთაწმინდის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად, მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარეობს.
ისნის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.